ჰალანდის საკითხი ყველა მსურველისთვის დაიხურა
ერლინგ ჰალანდმა მანჩესტერ „სიტისთან“ 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ფაქტობრივად მთელი კარიერა მანჩესტერულ გიგანტს დაუკავშირდა და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელიც „რეალს“, „ბარსელონას“ და სხვა კლუბებს უკავშირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, ნორვეგიელის შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს, თავად ფეხბურთელის სურვილისა და მსურველი კლუბის მხრიდან კოლოსალური თანხის გადახდის შემთხვევაში, კლუბის დატოვების შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა ფაქტია, რომ ერლინგს სხვა მიზნები ამოძრავებს.
თუ ჰალანდი „სიტიში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება, ის იმ დროისთვის უკვე 33 წლის იქნება და მალევე 34-ის გახდება.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, „სიტი“ ერლინგს კოლოსალურ ხელფასს გადაუხდის, ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 2027 წლამდე 40%-ს მიაღწევს, ხოლო 2027 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
- დღეს, 14:39
- 329
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.