მე-20 ტურისთვის მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-20 ტურისთვის მზადება დაასრულა.
„ლას პალმასთან“ შეხვედრისთვის ყველაფერი მზად არის. ედუარდო კამავინგას, ედერ მილიტაოს და დანიელ კარვახალის გარდა ანჩელოტის განკარგულებაში აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი იყო.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და პრესინგს.
ვარჯიშს კვლავ ესწრებოდნენ კანტერანოები.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ „ლას პალმასს“ ხვალ, 19 იანვარს უმასპინძლებს.
- დღეს, 15:07
- 82
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.