ანჩელოტი:,,ლა კოპაზე კიდევ ერთი კლასიკო კარგი იქნებოდა"
კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, „სელტამ“ 10 წუთიან შუალედში 2 გოლი გაგვიტანა და სიტუაცია დაძაბა, თუმცა გუნდის საპასუხი ნაბიჯი ნამდვილად ეფექტური იყო. დამატებით დროში ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა გაგვეტანა. საბედნიეროდ, ენდრიკმა და ფედერიკო ვალვერდემ საოცარი გოლები გაიტანეს.“
„ვფიქრობ, 90 წუთში ყველაფრის დასრულება შეიძლებოდა, გუნდს აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა და იმსახურებდა გამარჯვებას.“
„აღსანიშნავია გიულერის კარგი ჩართვა. თურქი მოედანზე შევიდა და „რეალი“ უფრო მრავალფეროვანი გახდა.“
„ენდრიკის გოლები? მართლაც საოცარი გოლები გაიტანა. ბრაზილიელს უძლიერესი დარტყმა აქვს, ის „რეალის“ მომავალია და მჯერა, რომ გაიბრწყინებს.“
„ორელიან ჩუამენის კარგი თამაში ჰქონდა. ფრანგი ნახევარდაცვაში დაბრუნდა, რამაც მისი შესაძლებლობები გაზარდა.“
„სასტვენები პირველ ეტაპზე? ეს იყო გამოსაფხიზლებელი რეაქცია. ჩვენ ქომაგები ყოველთვის გვერდით გვიდგანან, თუმცა სამარცხვინო წაგებაზე მათი რეაგირება არ გამკვირვებია.“
„„ლა კოპას“ მომდევნო ეტაპზე გავედით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წილისყრის შედეგად შესაძლოა ისევ „ბარსელონას“ შევხვდეთ. თუ კვლავ „ელ კლასიკოს“ ვითამაშებთ, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან გვსურს, რომ გავიმარჯვოთ და „რეალის“ ქომაგები გავახაროთ.“
„ვინისიუსი ძალიან დაიღალა. ბრაზილიელი ლა ლიგის მომდევნო 2 მატჩში არ იქნება და შედარებით მეტს დაისვენებს.“
„მბაპე არ ჩერდება, იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს, ძალიან ბევრს მოძრაობს და მარგი ქმედების კოეფიციენტიც უმაღლესი აქვს. ვფიქრობ, ფრანგით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს და მჯერა, რომ ის კიდევ მოუმატებს.“
- 17 იანვარი 2025
- 3 858
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.