„რეალი“ კიმიჰს მიუბრუნდა
იოზუა კიმიჰი სეზონის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის „ბარსელონა“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას განაგრძობს, მადრიდის „რეალი“ ასპარეზზე ხელახლა გამოდის და გერმანელი ფეხბურთელის დამატება აქვს მიზნად დასახული.
კიმიჰი 29 წლის არის, მაგრამ ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ამ ფეხბურთელს მინიმუმ 4-5 წლის განმავლობაში შეეძლება უმაღლეს დონეზე თამაში.
დროის გასვლასთან ერთად „რეკორდმაისტერის“ ლიდერი კიდევ უფრო დახვეწილი და ელეგანტური მოთამაშე ხდება, რაც „ბლანკოსს“ ძალიან მოსწონს.
მადრიდული გრანდის წარმომადგენლებს გამოცდილ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება უკვე აქვთ, ვინაიდან ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
არსებული ცნობით, ფლორენტინო პერესი მოთამაშეს თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალის“ არჩევის გამო სატრანსფერო ბონუსად 20 მილიონ ევროს განუსაზღვრავს და პირველ ეტაპზე 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- დღეს, 12:45
- 307
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.