გვარდიოლა არ ჩერდება - „სიტი“ „რეალს“ 150 მილიონს სთავაზობს!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტი“ ხოსეპ გვარდიოლას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ მანჩესტერული კლუბის კრიზისს სწორედ ესპანელი სპეციალისტი დაძლევს და მისი გაშვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
„ქალაქელებმა“ იანვარში ძალიან იაქტიურეს, ზაფხულში კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.
არსებული ცნობით, გვარდიოლა გაჩერებას არ აპირებს და კიდევ უფრო მეტი შემართებით იბრძოლებს „რეალის“ ფეხბურთელისთვის.
„სიტის“ ხელმძღვანელობა როდრიგო გოეშის სანაცვლოდ „რეალს“ 150 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ამ ეტაპზე გოეში „ბლანკოსისთვის“ ხელშეუხებელი ფიგურაა, მაგრამ არავინ იცის, რა მიდგომები იქნება ჩამოყალიბებული ზაფხულში და რა გეგმა ექნება ან ანჩელოტის, ანაც ახალ მთავარ მწვრთნელს.
- დღეს, 12:25
- 718
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.