გუშინ საღამოს ანჩელოტი ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა
ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინ საღამოს მადრიდში გეგმები შეიცვალა და ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის აღარ შეხვდა.
შეხვედრა გაიმართა კლუბის გენერალურ დირექტორსა და იტალიელ სპეციალისტს შორის.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ანჩელოტიმ ხოსე ანხელ სანჩესს რამდენიმე სქემა წარუდგინა და ყველა შემთხვევაში დაადასტურა, რომ იანვრის თვეში მარჯვენა მცველის შეძენა კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ანჩელოტი თანახმაა კაილ ვოლკერის იჯარაზეც და მიიჩნევს, რომ ინგლისელი ფეხბურთელის გამოცდილება გუნდს დაეხმარება, ხოლო თავად ფეხბურთელის სწრაფ ადაპტაციას კარლო საკუთარ თავზე იღებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კარლომ და ხოსე ანხელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ისაუბრეს, მაგრამ არავინ იცის, რამდენად მიეცემა კარლიტოს ამ ტრანსფერებში ჩარევის უფლება, რადგან მისი ზაფხულში გაშვება ფაქტობრივად გადაწვეტილია.
- დღეს, 10:45
- 154
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.