„ლივერპულის“ საბოლოო უარი
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულისგან“ უარი მიიღო.
მერსისაიდული გუნდი ტრენტს იანვარში არ გაუშვებს. არნე სლოტს ურჩევნია ფეხბურთელი უფასოდ ზაფხულში გაუშვას, ვიდრე გუნდმა ახლა გარკვეული თანხა მიიღოს და ის ორგანიზმი, რომელიც იდეალურად ფუნქციონირებს, პრობლემატური გახდეს.
„ლივერპულმა“ „ბლანკოსს“ აცნობა, რომ ინგლისელი განაპირა მცველი „ენფილდზე“ ზაფხულამდე დარჩება და ფლორენტინო პერესის წინადადება უარყოფილია.
თავის მხრივ, „რეალში“ მარჯვენა მცველის პრობლემაზე მუშაობა კვლავ გრძელდება, ვინაიდან ყველა თვლის, რომ სეზონის მეორე ნახევარში ვასკესის იმედზე ყოფნა დამატებით პრობლემებს შექმნის.
- დღეს, 15:18
- 365
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.