მოურინიო: "ოქროს სამი ქულა მოვიპოვეთ"
მატჩის დასრულების მოურინიომ კომენტარი გააკეთა, ჩატარებულ შეხვედრაზე.
"ძალიან რთული მატჩი გვქონდა, რასაც მოველოდი კიდეც, რადგან ჩვენ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც შესანისნავად იცავდა თავს და ადვილად ახერხებდა კონტრშეტევაზე გადასვლას. მსაჯმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რაც მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს."
"ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო და ფეხბურთელები ყოველი ბურთისათვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ერთ პერიოდში ბურთზე კონტროლის დაწესებაც კი მოახერხეს და სახიფათოდაც შეგვიტიეს. ფეხბურთელები ძალიან გდაღლილნი იყვნენ და ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ცუდად თამაშისა ესეც იყო. ჩვენ ოთხშაბათს გვქონდა აიაქსთნ ურთულესი მატჩი, შაბათს კი სოსიედადთან. გასარკვევია რატომ აწყობენ კალენდარს ჩვენთვის ასე? მაგალითად ვალენსიამ სამშაბათს ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ჰერკულესს კვირას დაუპირისპირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებებს ჩვენს საწინააღმდეგოდ იღებენ. ვიმედოვნებ მომავალში ეს პრობლემა გამოსწორდება. სამშაბათს ესპანილოთან გველის ურთულესი შეხვედრა და დღეიდან ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ."
"მადრიდის რეალმა დაიმსახურა გამარჯვება. როდესაც მე ამ მატჩზე ვფიქრობდი, მეგონა რომ კვირას ჩატარდებოდა ამიტომ არაფერი მანაღვლებდა, ხოლო როდესაც ფედერაციის გადაწყვეტილება შევიტყვე, ძალიან ბევრი საფიქრალი გამიჩნდა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ ბასკეთიდან წამოღებული ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა მადრიდში გამარჯვებულნი მივდივართ."
"სოსიედადი ბოლო წამამდე იბრძოდა, მართლაც გასაოცარია ამ ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობა და ფანების მხარდაჭერა. არც ერთი მათგანი წამითაც არ ეგუებოდა მარცხს. მე მატჩის წინ განვაცხადე, რომ ყველაზე რთული შეხვედრა გველის, რაც კი აქამდე ჩაგვიტარებია და ჩემი სიტყვები დამტკიცდა კიდეც. ბაკსებს კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და იცოდნენ თუ როგორ უნდა ემოქმედათ რეალის წინააღმდეგ. ოქროს სამი ქულა მოვიპოვეთ დღეს და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება სოსიედადთან თამაში, ჩემი აზრით ბასკები დღეს ერთ ქულას იმსახურებდნენ, მადრიდის რეალი კი გამარჯვებას. ასე იქნებოდა სამართლიანი, თუმცა ფეხბურთში სხვაგვარად ხდება."
"იმედი მაქვს რეალის ფეხბურთელები მალე შეეწყობიან ერთმანეთს, როგორც ხედავთ გუნდი მატჩიდან-მატჩამდე უმატებს, აგრეთვე დღეს ვიხილეთ ბრძოლისუნარიანი რეალი, რომელიც მომენტებს კარგად იყენებს. ცოტა ხანში ყველა ნამდვილ სამეფო კლუბს იხილავს, რომლის დამარცხებაც წარმოუდგენლად რთული იქნება."
"ბლანკოსმა უნდა ითამაშოს ლამაზი ფეხბურთი და ისე მოიგოს მატჩების უმეტესობა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უმჯობესია ფრთხილად ვითამაშოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას. დღეს სწორედ ასეთი მატჩი მოვიგეთ. 6-ჯერ მოვიგე სხვადასხვა ჩემპიონატი და ყოველმა ჩემმა გუნდმა იცოდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა. დღეს მადრიდის რეალს რთული მომენტი ედგა და ფეხბურთელებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას."
- 19 სექტემბერი 2010
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.