პერესი ანჩელოტის მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ფლორენტინო პერესს კარლო ანჩელოტისთან რამდენიმე საკვანძო საკითხზე კითხვები აქვს.
ფლორენტინო ვერ იგებს, რატომ არ აძლევს ანჩელოტი სათამაშო დროს რაულ ასენსიოს და დაცვის ცენტრში ათამაშებს ორელიან ჩუამენიც, რომელიც ამ პოზიციაზე ისეთივე მყარი არ არის, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში.
ასენსიო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ყველას დაუმტკიცა, რომ ის „ბლანკოსის“ მომავალია, თუმცა იტალიელი ჯიუტად ცდილობს მის სკამზე დატოვებას.
პერესისთვის ასევე გაურკვეველია მოდრიჩის ფაქტორი ისეთ დაპირისპირებებში, როგორიც „ელ კლასიკო“ გახლავთ და ამასთან დაკავშირებით გუნდის მმართველს კარლოსთან შეკითხვები აქვს.
ასევე სრულიად გაუგებარია ანჩელოტის გადაწყვეტილებები ახალგაზრდა კანტერანოების შანსების მინიმიზებასთან დაკავშირებით. გუნდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ლუკას ვასკესის მარჯვენა მცველად დაყენებას, ან ფედე ვალვერდეს პოზიციის დროებით შეცვლა, ან ლორენცო აგუადოსთვის შანსის მიცემა ჯობია. გასაგებია, რომ აგუადო სულ რაღაც 21 წლის არის, თუმცა ფლორენტინო იშვილიების იგივე „ბარსელონას“ მაგალითს, სადაც ლორენცოზე მცირეწლოვანი ფეხბურთელების მშვენივრად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
არსებული ცნობით, დაგეგმილ შეხვედრაზე პერესი ანჩელოტის მოთხოვს, რომ მითითებები შეასრულოს და პერსპექტიულ ახალგაზრდებს შანსი მისცეს, რათა მომავალში მათ მთავარი გუნდისკენ გზა გაეხსნათ.
„მარკას“ ცნობით, რაულ ასენსიოსთან დაკავშირებით სამეფო კლუბში აბსოლუტური ერთსულოვნება და ყველა მიიჩნევს, რომ ესპანელი მცველი იმსახურებს გაცილებით მეტ სათამაშო დროს, სანაცვლოდ კი სკამზე ჯდომას იღებს.
- 13 იანვარი 2025
- 2 370
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.