პერესმა ანჩელოტი დაიბარა - პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა, გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შეხვედრაზე დაიბარა.
არსებული ცნობით, იტალიელი სპეციალისტი პრეზიდენტთან ხვალ გამოცხადდება და გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრებს.
ფლორენტინოს აინტერესებს რა ემართება „რეალს“ „ბარსელონასთან“. გუნდმა ბოლო 2 „ელ კლასიკოში“ 9 გოლი გაუშვა და ორივე შემთხვევაში სამარცხვინოდ დამარცხდა, ეს კი სამეფო კლუბს არ შეშვენის.
„მარკას“ ცნობით, საუბარს აუცილებლად დაესწრება გენერალური დირექტორი, რომელიც დამატებით არგუმენტებს მოისმენს და გუნდის სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილებს ყურადღებას.
- დღეს, 12:51
- 1 054
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.