მოდრიჩი:„ყველაზე მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა“
ლუკა მოდრიჩმა „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა და პრობლემების დაძლევა მხოლოდ გაერთიანებით შეგვიძლია.“
„„ბარსელონამ“ ჩვენზე მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში ფლიკის გუნდი შეუდარებელი იყო.“
„ბოლო ორი კლასიკო კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, ვფიქრობ, ამ საკითხზე დიდი მსჯელობაა საჭირო.“
„მოწყენისთვის დრო არ გვაქვს, რადგან წინ სათასო შეხვედრა გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„ახლა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს წარმატება უნდა მივულოცოთ და სამომავლო გამარჯვებებზე ვიფიქროთ.“
- 13 იანვარი 2025
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.