ფედე ვალვერდე:„მოედანზე უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ“

ფედე ვალვერდემ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფინალი გვაქვს ჩასატარებელი. გუნდმა მიიღო შანსი, 2025 წელი ტიტულით დაიწყოთ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მადრიდში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.“

„ყველა მატჩში თამაში? მზად ვარ ამისთვის და დიდი მადლობა მწვრთნელს, რომელიც დიდ ნდობას მიცხადებს. „ლა კოპაზე“ 45 წუთი დავისვენე, ეს სრულიად საკმარისია, ენერგიით სავსე ვარ.“

„დასვენების დრო ივლისშიც მოვა, ახლა საქმის კეთების დროა.“

„დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირების შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ამაზე საუბრის დრო აქ არ არის და ჩემს კომპეტენციას ცდება ისეთი საკითხები, როგორებიც ფეხბურთელების დარეგისტრირება და კლუბების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯებია.“

„„მალიორკასთან“ მატჩის შემდეგ კარგად დავისვენე და ენერგიის აღდგენა შევძელი. თქვენ წარმოიდგინეთ, მშვიდი ძილი მქონდა, სასტუმროში ბავშვები არ ხმაურობდნენ და სიმშვიდის შეგრძნებამ ორმაგი ენერგია მომცა (იცინის).  დარწმუნებული ვარ, „ელ კლასიკოს“ სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება.“

„ჩემი ცოლის ტვიტის გამო, ანჩელოტისთან არასდროს მქონია უთანხმოება. მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს, ჩვენი ურთიერთობა ჰარმონიულია.“

„2020 წლის სუპერთასი და მორატას მომენტი საფეხბურთო ისტორიას დარჩა. არ ვიცი, ეს კარგი მომენტი იყო, თუ ცუდი, თუმცა მას შემდეგ ჩემი ცნობადობა გაორმაგდა.“

„„ელ კლასიკოში“ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ. ახალი წლის ტიტულით დაწყება დიდი მუხტი იქნება.“

„მბაპეს რჩევებს ვერ მივცემ. ფრანგი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონია და პლანტის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობს. ჩემი აზრით, მას არავის რჩევა არ სჭირდება, გავა მცირე დრო და კილიანი ამას ყველას აჩვენებს.“

„როდესაც „ბარსელონასთან“ 0-4 წავაგეთ, ძალიან ცუდად მეძინა, ამაზე ადრეც ვისაუბრე. უმძიმესი დარტყმა მივიღე, ახლა კი სიტუაციის გამოსწორების დროს ვხედავ, ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და გავიმარჯვოთ.“


1

12 იანვარი 2025 20:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 313

არ გაიმარჯვებთ და დედაც გეტირებათ.))))


2

13 იანვარი 2025 14:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 282

აი ეს არის რეალის ნამდვილი სახე, პატიოსანი მებრძოლი. და გუნდი მის გარშემო უნდა ააგოს პერესმა. ზიზღზე აგებული ფეხბურთი, რომელსაც ვინისიუსი თუ რუდიგერი ახორციელებს მოედანზე ეს დიდი უბედურებაა. გუშინ ვალვერდემ თავის სტილში რო სცადა შორიდან დარტყმა, რაც მშვენივრად გამოსდის, ბურთი ბარსელონელ მცველს მოარტყა და იცით რა ქნა? მივიდა და მოუბოდიშა. აი ვინისიუსს რო აუხსნით რო მეტოქე მტერი არ არის და არ უნდა მიახრჩო და ესეც გაიგებს მაშინ ყველაფერი უფრო საინტერესო სანახავი იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (147)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)