არა ახალი მცველი, არამედ შანსი რაულ ასენსიოს!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ რაულ ასენსიოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო.

ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ესპანელი კანტერანო შანსს იმსახურებს და გუნდი მას წაახალისებს.

არსებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ესპანელ უკანახაზელს, რომელიც თებერვალში 22 წლის გახდება 5 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელიც ძალაში 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება.

რაულ ასენსიოს ფასი დეკემბრის მონაცემებით 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ის გაიცნო არამხოლოდ ესპანურმა ფეხბურთმა, არამედ მთელმა მსოფლიომ.

მადრიდში მიიჩნევენ, რომ გუნდში დავიდ ალაბას, ანტონიო რუდიგერის, ედერ მილიტაოს და რაულ ასენსიოს ყოფნა ცენტრალური დაცვისთვის სრულიად საკმარისია. ამას ემატება ორელიან ჩუამენის კანდიდატურაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაცვის ცენტრში კარგად თამაშობს, თუმცა არავინ იცის, დარჩება თუ არა ის გუნდში მომავალ სეზონში.

„ბლანკოსი“ ზაფხულში ხესუს ვალიეხოს გაუშვებს და ზემოხსენებული მცველების იმედზე დარჩება.

ესპანელების ცნობით, ფლორენტინო პერესი ცენტრალურ მცველს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ამის კარგი პერსპექტივა დარჩება და სატრანსფერო ღირებულება გონივრულ საზღვრებს არ გაცდება.

რაც შეეხება რაულის მიმდინარე კონტრაქტს, მას სამეფო კლუბთან ხელშეკურლება 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალა კონტრაქტთან ერთად კი გაიზრდება ფეხბურთელის შემოსავლებიც.

თავად ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ბერნაბეუზე დარჩენა და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში კარიერულ განვითარებაში შეუწყობს ხელს.


1

11 იანვარი 2025 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 338

ჩუამენი დარჩება და არც არავინ განიხილავს მის წასვლას არც სურს  გაუმარჯოს ახალ მეფეს


2

11 იანვარი 2025 20:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 170

ასენსიო კაია მარა ხო უნდა  განვითარება კიდე , მარჯვენა მცველი გვინდა თორე ლუკასა ვერ გაქაჩავს სეზონის ბოლომდე ესე 


3

11 იანვარი 2025 22:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189

aseti susti reali ar maxsendeba ra ravici shemadgenloba gvyavs mara ratginda svarkas tamashoben burts ver ichers gundi vgijdebi an ravici iseti fexburtelebi gvyavda warsulshi ro imattan eseni aravin chans flangis mcvelebi shemtevebivit iyvnen ertaderti carvaxali dagvrcha isic kastilebitaa tu rgec chaatares da daasvenes kacma aricis su idzaxoda bevri marchebiao da daisvena albat msoflios unda karg formashi shexvdes... ramosi pepe marselo ravici tundac varani ukana xazze maqvs saubari ise icherdnen burts ro shetevas da naxevardacvas uadvilebda saqmes flangis magari mcvelebi sachiroa teo ernandesi albat ivargebs da marjvena flangi ifrens mendis gaajmevinet ra magis fexburteloba movtyan me ra unda realshi momtrevis deda"დაიცავით ცენზურა!" shemazizges yureba

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (164)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)