ანჩელოტი:„„ელ კლასიკოს“ წინ კარგი ამბავი მაქვს“

კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენციას გამართა.

„„ელ კლასიკოს“ წინ კარგი ამბავი მაქვს. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და დანაკლისი არ გვექნება. ლუკა მოდრიჩიც სრულფასოვნად ვარჯიშობს და ვირუსი აღარ აწუხებს.“

„ესპანეთის სუპერთასის მოგება ძალიან გაგვახარებს, ამისთვის ბევრს ვიბრძოლებთ.“

„ამ სეზონში „ბარსელონასთან“ წავაგეთ, მაგრამ დაშვებული შეცდომები მკაფიოდ გავააანალიზეთ და მივხვდით, რისთვის დავთმეთ ის შეხვედრა. ახლა სხვა სიტუაციაა და ჩვენ გამარჯვება გვსურს.“

„საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.“

„საბედნიეროდ, ჯუდ ბელინგემი სათამაშოდ მზად არის. ინგლისელ ფეხბურთელს მწვანე მინდორზე ნამდვილად შეუძლია განსხვავებების შექმნა.“

„თუ „ელ კლასიკოს“ მოგება გსურს, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე.“

„„ბარსელონას“ მეკარის დასჯა? როგორც ვიცი, ეს დაგვიანების გამო მოხდა. ყველა მწვრთნელს თავისი მიდგომა აქვს. თუ ჩემი ფეხბურთელი სესიაზე აგვიანებს, მე ვარკვევ მიზეზს, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა საპატიოც იყო. მე ნებისმიერი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კონკრეტულ გუნდს კონკრეტულ მომენტში სიტუაციის შეფასება სჭირდება.“

„კატალონიურმა გრანდმა ამ სეზონში ტაქტიკა შეცვალა, სწორედ ეს იწვევს მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელების თამაშგარე მდგომარეობაში ხშირად მოხვედრას. ვფიქრობ, ეს მიდგომა ბევრმა გუნდმა უკვე გაშიფრა.“

„თუ „ელ კლასიკოს“ წავაგებთ, საპანიკო არაფერი იქნება, რადგან ჯერ მხოლოდ სეზონის შუა ნაწილია, მაგრამ ყველა გულდაწყვეტილი იქნება სუპერთასის ვერმოგების გამო. ჩვენი შემართება ძალიან დიდია და გვსურს, რომ 2025 წელი თასით დავიწყოთ.“

„დანი ოლმო? არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის. თუ ესპანელი მოედანზე გამოვა, აუცილებლად ვეცდებით მის შეჩერებას.“

„ვიცით, რომ სასწორზე ბევრი ტიტულია, მაგრამ გვსურს, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპ-ეტაპ მივაღწიოთ წარმატებას. ყველაფერზე ერთად ფიქრი შედეგს არ მოიტანს. ჩვენ აწმყოთი ვცხოვრობთ და ამ ეტაპზე მთავარ საზრუნავს ესპანეთის სუპერთასის მოგება წარმოადგენს.“

„გუნდში კარგი ატმოსფეროა. მოთამაშეები ერთად დიდ დროს ატარებენ და ჰარმონია აუცილებელია.“

„ხილ მანსანო? ის საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია. მსაჯებზე საუბარი „რეალის“ ტელევიზიაში? ვფიქრობ, ამის გარჩევის შესაძლებლობა ყველას აქვს.“

„ახალი ფორმატის ესპანეთის სუპერთასი კიდევ უფრო საინტერესო და კონკურენტუნარიანი გახდა. აქ მოხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნია. შარშან ჩემპიონები გავხდით და ახლა ძალიან გვსურს იგივეს გაკეთება.“

„შემადგენლობაში სიურპრიზებს არ ვგეგმავ. მსურს, მწვანე მინდორზე კონკურენტუნარიანი გუნდი გავიდეს, რომელიც გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული.“


1

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 46

გუნდი ნელნელა დალაგდა, ბოლო მატჩი მალიორკასთან კარგი იყო ბევრი კარისკენ დარტყმა გვქონდა რაც პირველ წრეში ისევთამაშობდით ლამის ჩვენზე მეტს მომენტს მოწინააღმდეგე ქმნიდა, ალბათ ტაქტიკური წუნი უფრო იყო. ჯუდი საოცარ ფორმაშია მოედანს გოლი/ასისტის გარეშე არ ტოვებს რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ნამდვილად გამოსარჩევია, რომარაფერი ვთქვათ თუ რას შრომობს ყოველ თამაშში.

ვფიქრობ ბევრი გოლი გავა და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, მჯერავს დაგვარწმუნებენ ფეხბურთელები რომ ბოლო პირწმინდად წაგება იყო მხოლოდ ტაქტიკური კრახი 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (127)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)