ბენზემა:„დიახ, „რეალში“ დაბრუნებას ვაპირებ“

კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთხელ ესტუმრება და წარმატებებს „ელ კლასიკოს“ წინაც უსურვებს. ფრანგმა ლეგენდამ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.

„„რეალი“ ჩემი კლუბია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვარ და ყოფილი თანაგუნდელების ნახვა შემიძლია.“

„„მალიორკასთან“ მატჩის წინ ჩემი ვიზიტი იღბლიანი გამოდგა და ვიმედოვნებ, „ელ კლასიკოს“ წინაც ასე იქნება.“

„ფლორენტინო პერესი ჯერ-ჯერობით აქ არ იმყოფება. პრეზიდენტს ფინალში გასვლა ტელეფონის საშუალებით მივულოცე, ხოლო როდესაც აქ ჩამოვა, აუცილებლად ვნახავ და ჩავეხუტები.“

„ეპოქა, რომელიც „რეალში“ მქონდა ფასდაუდებელია. მე „მერენგების“ რიგებში 14 სეზონი ჩავატარე, მთელი კარიერა ამ გუნდს მივუძღვენი.“

„ვინი? ის საოცარია. ბრაზილიელისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ემოციებს არ უნდა აყვეს, ის საუკეთესოა და ბევრჯერ მოიგებს ოქროს ბურთს.“

„ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, რადგან კარგ ფორმაში ვარ.“

„„რეალში“ დაბრუნება? რატომაც არა, ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. ამაზე კარგი ადგილი სამუშაოდ არ არსებობს.“

„მადრიდელ გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.“

„მთელი სეზონის მანძილზე „ბლანკოსის“ ნახევარზე მეტ თამაშს ვუყურებ.“


1

11 იანვარი 2025 13:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 338

იყო დრო გლანძღავდნენ   ცოტა და გაგიშვებდნენ კიდეც მაგრამ. მადლობა ღმერთს შენ დარჩი და არა. იგუანა   მადლობა  ლეგენდავ 


2

11 იანვარი 2025 19:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 58

<3


3

11 იანვარი 2025 20:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 314

დაეტიე სადაც ხარ.)))))


4

13 იანვარი 2025 15:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 282
11 იანვარი 2025 13:32, super vini.jr 20 says:

იყო დრო გლანძღავდნენ   ცოტა და გაგიშვებდნენ კიდეც მაგრამ. მადლობა ღმერთს შენ დარჩი და არა. იგუანა   მადლობა  ლეგენდავ 

ვინ ლანძღავდა თუ ძმა ხარ? თქვენ ლანძღავდით ზუსტად, ჩვენ მაგის მადლიერები ვიყავით მუდამ. თუმცა თქვენმა გინებამ გამოიღო კიდეც შედეგი და კარიერის მიწურულს თამაშიც კი ისწავლა განვლილ 14 სეზონში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (164)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)