ვალდანო:„„ელ კლასიკო“ თანაბარი იქნება, მბაპეს კარგ თამაშს ველი“

ხორხე ვალდანომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„როგორც „რეალმა“, ასევე „ბარსელონამ“ ფინალში გასვლა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფორმაციის ფინალი საინტერესო იქნებოდა, თუმცა „ელ კლასიკო“ სულ სხვაა.“

„დარწმუნებული ვარ, თანაბარ თამაშს ვიხილავთ, სადაც მომენტები ორივე გუნდს ექნება.“

„მე პირადად მოუთმენლად ველი კილიან მბაპეს კარგ თამაშს. ფრანგს კატალონიელთა წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია საუკეთესოდ, ამ მხრივ გამოცდილება კი მნიშვნელოვანია.“

„„ბარსელონა“ არც ისე ცუდ ფორმაშია, როგორც ბოლო კვირებში ჩანდა. ფლიკის გუნდმა ქულები ბევრჯერ დაკარგა, თუმცა პროგრესიც სახეზე იყო, თუნდაც „ატლეტიკოსთან“ წაგება კონტექსტიდან გახლდათ ამოგლეჯილი.“

„მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის პირველი ორთაბრძოლა დიდი ანგარიშით წააგო, ახლა კი კარგი შანსი აქვს სიტუაციის შესაცვლელად.“

„თუ „რეალი“ ესპანეთის სუპერთასს მოიგებს, ეს იქნება დამატებითი მუხტი მადრიდელებისთვის, ვინაიდან „თეთრებს“ „ბარსელონასთან“ ლა ლიგაშიც საკმაოდ კომფორტული სხვაობა აქვთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (119)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)