ანჩელოტი „ბარსელონასთან“ ცვლილებებს გეგმავს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი „ელ კლასიკოში“ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
„მერენგების“ მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა დაცვის მარჯვენა ფლანგია, სადაც ლუკას ვასკესი დგას.
კატალონიელთა მარცხენა შემტევი რაფინია გახლავთ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და მისი ვასკესთან დატოვება რამდენად სწორი იქნება არავინ იცის.
ესპანური გამოცემების ცნობით, ანჩელოტი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, მარჯვენა მცველის ფუნქციას ფედე ვალვერდე მოირგებს, რომელიც ასევე ეცდება ფლანგის გაკონტროლებას და შეტევებში ჩართვას.
რაც შეეხება ფედერიკოს ადგილს ნახევარდაცვაში, მის ადგილზე ლუკა მოდრიჩის დაყენება იგეგმება, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით სავარაუდოა, რადგან ხორვატს ტემპერატურა აქვს და არავინ იცის, შეძლებს თუ არა ბოლომდე გამოჯანმრთელებას.
საუკეთესო შემთხვევაში ნახევარდაცვის ტრიო ედუარდო კამავინგამ, ლუკა მოდრიჩმა და ჯუდ ბელინგემმა უნდა დააკომპლექტონ, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია.
რაც შეეხება დაცვის ცენტრს. ანჩელოტი ჩუამენი-რუდიგერის გამოყენებას აპირებს, რაულ ასენსიოს კი კვლავ სკამზე ჯდომა მოუწევს.
- 10 იანვარი 2025
- 1 667
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.