ვასკესი:„როდრიგოს კარგი საჩუქარი გავუკეთე“
ლუკას ვასკესმა „მალიორკასთან“ ნახევარფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„აბსოლუტური დომინაცია გვქონდა, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში. ვიცოდით, რომ მეტოქე დაცვაში მწყობრად ითამაშებდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით.“
„ფინალში დამსახურებულად გავედით და ახლა გაცილებით დიდი მიზნისთვის ბრძოლას ვგეგმავთ.“
„ვინისიუს ჟუნიორის მიმართ მაქსიმალურად დიდი პროვოკაციები ეწყობა, ჩვენ მას ხშირად ვესაუბრებით და ვცდილობთ, ემოციების მართვა მისი მთავარი დადებითი თვისება გახდეს.“
„ჯუდი ბოლო 2 თვეა საოცრად თამაშობს და გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ბელინგემი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია.“
„როდრიგო? მიხარია, რომ იუბილარს კარგი საჩუქარი გავუკეთე.“
- 10 იანვარი 2025
- 604
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.