როდრიგო:„მზად ვართ ფინალის მოსაგებად“
როდრიგო გოეშმა „მალიორკასთან“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და ფინალში გავედი. ჩემს დაბადების დღეზე კიდევ ერთი გოლი შევმატე აქტივს. დიდი მადლობა ლუკას ვასკესს, რომელმაც იდეალური პასი გამიკეთა.“
„მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში „მალიორკას“ წინააღმდეგობა საკმაოდ დიდი იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან გოლს გავიტანდით, რადგან არაერთ მომენტს ვქმნიდით.“
„დარწმუნებულ ვარ, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე პირველი.“
„ფინალში „ელ კლასიკო“ ძალიან საინტერეს იქნება. უნდა გავიმარჯვოთ.“
„ჯუდ ბელინგემი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. სეზონის სტარტზე მას მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მალევე მოუმატა.“
- 10 იანვარი 2025
- 405
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.