ანჩელოტი:„„ბარსელონასთან“ რთული ფინალი გველის“

კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„მიუხედავად იმისა, რომ „მალიორკამ“ დაცვაში ძალიან მწყობრი, კომპაქტური და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და გოლს ვუახლოვდებოდით. უამრავი მომენტი გვქონდა და ვცდილობდით მეტოქის კარის აღებას.“

„როდესაც გოლი გავიტანეთ, ჩვენი ამოცანა უფრო გამარტივდა, რადგან არასატეს გუნდი მხოლოდ დაცვაზე აღარ ფიქრობდა. საერთო ჯამში რთულ მატჩს ველოდი და ასეც მოხდა, თუმცა მთავარი გამარჯვებაა.“

„არ ვიცი, არის თუ არა ეს კილიან მბაპეს საუკეთესო დონე, მაგრამ ფაქტია, რომ ფრანგმა ძალიან მოუმატა. დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული ჩვენი შემტევი ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს. კილიანი მუდმივად ამწვავებს სიტუაციას და სხვა ფეხბურთელებსაც ეხმარება.“

„ჩუამენიმ თავში მძიმე დარტყმა მიიღო, სწორედ ამიტომ მოედანზე რაულ ასენსიო შევუშვი, რისკი არ მსურდა.“

„ჯუდ ბელინგემს კუნთის გადატვირთვა აქვს, მომდევნო დღეებში ინგლისელთან ბევრს ვიმუშავებთ.“

„ჩხუბი, რომელიც მატჩის მიწურულს განვითარდა, მისასალმებელი არ არის. ეს ყოველთვის აუფასურებს ფეხბურთს.“

„არ ვიცი, რა მოხდება „ელ კლასიკოში“, თუმცა ყველა ვარიანტში ძალიან მაღალი დონის ბრძოლას ველი. ჩვენ 0-4 წავაგეთ და ახლა ვალდებულები ვართ, გავიმარჯვოთ და ესპანეთის სუპერთასი კიდევ ერთხელ აღვმართოთ, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ. თუ „ბარსას“ დავამარცხებთ, ყველა ფეხბურთელის მადლიერი ვიქნები.“

„ლაპორტას ქმედებების შეფასება ჩემი საქმე არ არის.“

„მე არ ვაპირებ საჯაროდ ისეთი საკითხების განხილვას, რაც არ შედის „რეალის“ მწვრთნელის კომპეტენციაში.“


1

3 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

ხოო აბაა რაა რეალის საპირისპიროდ ხმას ვინც ამოიღებს ყველას ხვრიტავენ დედაქალაქელები:დ:დ:დ მერე კიდე იტყვიან რეალს არავინ კრიშავდა და ახლაც არავინ კრიშავსო ტებასიც ებრძვის თურმე საყვარელ კლუბს:დ:დ

შეჩემაალა ხალხი მაგის გამო 6 ან 10 თანაშს ტოვებს რონალდოც კი მსაჯთან ხელის კვრის გამო 4 თამაშით დასაჯეს სა ეს მაკაკა რა მესიაა ამნაირი:დ


2

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 83
3 hours above, Dato Roba says:

ხოო აბაა რაა რეალის საპირისპიროდ ხმას ვინც ამოიღებს ყველას ხვრიტავენ დედაქალაქელები:დ:დ:დ მერე კიდე იტყვიან რეალს არავინ კრიშავდა და ახლაც არავინ კრიშავსო ტებასიც ებრძვის თურმე საყვარელ კლუბს:დ:დ

შეჩემაალა ხალხი მაგის გამო 6 ან 10 თანაშს ტოვებს რონალდოც კი მსაჯთან ხელის კვრის გამო 4 თამაშით დასაჯეს სა ეს მაკაკა რა მესიაა ამნაირი:დ

mekarem gamoiwvia da yvelafers shexedes magatma


3

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 438

ანჩელოტი, იცოდე პროსტა რომ ელ კლასიკოს ვერმოგება კარიერად დაგიჯდება. არ გაპატიებენ, ამიტომ მიდი ეხლა შეაბერინე ბიჭებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (119)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)