„ბარსელონას“ ფეხბურთელი გრძელი გზით „რეალში“

ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც „ბარსელონას“ ფეხბურთელის, რონალდ არაუხოს მადრიდის „რეალში“ გადასვლას უკავშირდება, თუმცა არა ახლა, არამედ მომავალში.

ესპანური და იტალიური გამოცემები იუწებიან, რომ ჟოან ლაპორტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არაუხოს „იუვენტუსში“ გაყიდვას გეგმავს. კატალონიური კლუბის ფინანსური კრიზისი იმდენად დიდია, რომ ლაპორტას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უწევს.

„ბებერი ქალბატონის“ უკანა ხაზში ძალიან სერიოზული პრობლემებია, არაუხო კი მართლაც დიდი შენაძენი იქნებოდა, სწორედ ამიტომ, „იუვენტუსი“ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს ფეხბურთელისთვის, რომელსაც ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა და მოედანს ახლა უბრუნდება.

რაც შეეხება „რეალის“ გეგმას. პერესს არაუხო ყოველთვის ძალიან მოსწონდა, ურუგვაელის გამოჩენისთანავე ბევრი იწერებოდა უკანახაზელის მიმართ ინტერესზე, მაგრამ ის „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა და მოლაპარაკებები ურთულესი იყო.

ახლა კი „ბლანკოსს“ გრძელვადიანი გეგმა აქვს. თუ არაუხო „იუვენტუსში“ გადავა და კვლავ მაღალ დონეზე ითამაშებს, 2026 წლის ზაფხულში ფლორენტინო ურუგვაელზე კვლავ იზრუნებს და ეცდება, რომ მოთამაშე ბერნაბეუზე მაინც ჩაიყვანოს.

„გრძელი გზით სამეფო კლუბში“-სწორედ ასე დაარქვეს მადრიდში რონალდის მიმართ განვითარებულ მოვლენებს.


1

9 იანვარი 2025 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 82

"დაიცავით ცენზურა!" bazari nu ase vfiqrob me


2

9 იანვარი 2025 21:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 329

კარგი ფეხბურთელია არაუხო, საინტერესოა რატომ არ აპირებს ფლიკი მის გამოყენებას. 

რეალში მაინც არ ვისურვებდი, გამარჯვებულის მენტალიტეტი აკლია, ყოფილი კლუბიდან გამომდინარე :)


3

9 იანვარი 2025 22:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986

ზღაპარი და არც ენდომება რეალს სულელურ შეცდოემბს უშვებს ყველაზე მნიშვნელოვან დროს.


4

10 იანვარი 2025 00:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185

რატოა ზღაპარი ფიგუმ თუ იპოჭა თან პირდაპირ გადმოეთრა თან კაპიტანი ეს რათი იქნება ნაკლები ბოლო დროს ტრაქს რომ ათამაშებს ძაან თან კაპიტანია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (164)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)