ბუტრაგენიო:„„ლა კოპა“ უნდა მოვიგოთ“
ემილიო ბუტრაგენიო ესპანეთის სამეფო თასის წილისყრას ესწრებოდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„სამეფო თასის დაპირისპირება დიდი ხანია ბერნაბეუზე არ ჩატარებულა. მოხარული ვარ, რომ „სელტასთან“ შეხვედრას სწორედ საშინაო კედლებში შევხვდებით, ეს ბევრს ნიშნავს.“
„„რეალი“ „ლა კოპას“ მოგებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, ჩვენ გვსურს, Copa Del Rey-ზე წარმატების მიღწევა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„„სელტა“ კარგი გუნდია. ვიგოელებთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ მათ უყვართ ბოლომდე ბრძოლა.“
„საშინაო არენაზე თამაში ყოველთვის დიდ უპირატესობას გვაძლევს. მაშინ, როდესაც გასვლაზე ვთამაშობთ, ძალიან გვიან დაბრუნება გვიწევს, რაც ართულებს აღდგენითი პროცესის ვადებს. ვფიქრობ, ბერნაბეუზე თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს დასვენების მეტი საშუალება ექნებათ და ლა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადებიან.“
- გუშინ, 21:54
- 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.