„რეალმა“ ფინალური ვარჯიში გამართა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა საუდის არაბეთში ფინალური ვარჯიში გამართეს. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური დაპირისპირებისთვის ყველაფერი მზად არის.

კარლო ანჩელოტიმ ფინალურ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და სტანდარტულებს.

კასტილიელები მთავარი გუნდის წევრებთან ერთად არიან და „მალიორკასთან“ შეხვედრისთვის ემზადებიან.

გუნდთან ერთად ასევე 100%-იან დატვირთვით ვარჯიშობს დავიდ ალაბა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ავსტრიელი მცველი სათამაშო წუთებს ამხელა პაუზის შემდეგ.

შეგახსენებთ, „ბლანკოსისა“ და „მალიორკას“ დაპირისპირება ხვალ, 9 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (97)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)