ანჩელოტი;„სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკო“ საინტერესო იქნებოდა“
კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„მალიორკა“ ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც ბევრი იშრობა, იღვაწა და ესპანეთის სუპერთასის საგზური მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ბოლომდე დაიხარჯება, მაგრამ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, ამიტომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“
„ვინისიუსის ემოციურობა? ჩვენ კმაყოფილები ვართ ბრაზილიელის ყველა ასპექტის გამო.“
„ვინი არ არის პროვოკატორი, მის ემოციებზე თამაშობენ და ცდილობენ, წყობიდან გამოიყვანონ, რასაც ყოველთვის ვგმობ.“
„წითელი ბარათი, რომელიც ჩვენმა ვარსკვლავმა მიიღო არ არის სამართლიანი.“
„„ბარსელონას“ დაურეგისტრირებელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე.“
„სავარაუდო „ელ კლასიკო“ ფინალში? ჩემთვის „ბარსელონას“ დამარცხებას ესპანეთის სუპერთასის ფინალში ნამდვილად ექნება ორმაგი დატვირთვა. ვისურვებდი, რომ გაიმარჯვოს საუკეთესო გუნდმა.“
„დავიდ ალაბა თავს კარგად გრძნობს, მას მოედანზე მალე იხილავთ.“
„არ ვიცი, როგორ გამოიყურება ჩვენი გასახდელი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან საოცარი ურთიერთობა აქვთ. მე ამ მიმართულებით სამუშაო ნამდვილად არ გამაჩნია, რადგან ერთსულოვნება ჩვენი დადებითი მხარეა.“
- გუშინ, 20:56
- 1 294
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.