„რეალი“ ვინის წითელ ბარათს გაასაჩივრებს
მიუხედავად იმისა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა ვინისიუს ჟუნიორი არა 4, არამედ 2 მატჩით დასაჯა, „რეალი“ მიიჩნევს, რომ წითელი ბარათი გასასაჩივრებელია.
მადრიდელთა აზრით, სააპელაციო კოლეგიამ უნდა განიხილოს „ბლანკოსის“ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომელიც სოტო გრადოს არარელევანტურ გადაწყვეტილებებს ეხება.
მადრიდში მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ ვინი წითელ ბარათს და 2 მატჩიან დისკვალიფიკაციას არ იმსახურებდა და თუნდაც ყვითელი ბარათი სრულიად საკმარისი იქნებოდა.
არსებული ცნობით, დოკუმენტაცია მტკიცებულებებთან ერთად უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოს.
- გუშინ, 14:51
- 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.