ახალი კონტრაქტი მაგიდაზეა - მოდრიჩი 2026!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა.
არსებული ცნობით, ფლორენტინო პერესს ახალი ხელშეკრულების არცერთი დეტალი არ შეუცვლია და მზად არის, ხორვატ ლეგენდასთან ზუსტად იგივე ფორმატით ითანამშრომლოს, რა მიმართულებასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში იყენებდა.
თუკი ლუკიტა გადაწყვეტს, რომ უნდა დარჩეს, „რეალი“ თანამშრომლობისთვის მზად არის. ასევე ცნობილია, რომ თუ მოდრიჩი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბლანკოსი“ მას ხელს არ შეუშლის და ბოლომდე გამოიჩენს პატივისცემას.
არსებული ცნობით, მოდრიჩს მოსაფიქრებელი დრო გაზაფხულის ბოლომდე აქვს, შესაბამისად, საჩქარო არაფერია.
- გუშინ, 14:47
- 631
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.