ფრან გარსია:„ზრდა უნდა გაგრძელდეს“

ფრან გარსიამ „ლა კოპაზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შარშანდელი წელი ხმაურით დავასრულეთ და ვალდებულები ვიყავით, იანვრის თვეც საინტერესოდ დაგვეწყო. ვფიქრობ, გასულ 2 დაპირისპირებაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, თუმცა ზრდა უნდა განვაგრძოთ.“

„ნებისმიერი გუნდი, რომელიც თასზე თამაშობს, განსაკუთრებულად მოტივირებულია. გამონაკლისი არც „მინერა“ ყოფილა. ამ გუნდმა დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ ბევრი იბრძოლა.“

„ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ძალიან ბევრი იბრძოლონ, მათთვის სწორედ ეს არის მთავარი და სხვა არაფერი. მე კასტილიელი ვარ და ვიცი, რა გზას გადიან ფეხბურთელები მთავარ გუნამდე, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც შრომობ, შედეგი აუცილებლად მოდის და შენი დროც დგება.“

„ლორენცო და დიეგო აგუდების გამო ბედნიერი ვარ, ასევე ბედნიერი ვარ ჩემას გამო, რომლის დებიუტიც შედგა.“

„რაულ ასენსიო? ის მოედანზე კარგად გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს, ძალიან მომწონს რაულის სტილი, ის ძალიან წარმატებული იქნება.“

„გასული სეზონი მთლიანად ადაპტაციას დაეთმო, ამ სეზონში გაცილებით მეტ სათამაშო დროს ვიღებ და მიმაჩნია, რომ მაღალ დონეზე ვთამაშობ.“

„წინ ესპანეთის სუპერთასია, სადაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ „მალიორკას“ დასამარცხებლად და ფინალში გასასვლელად.“


1

გუშინ და 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 74

xmaurit ki ara tynaurit ras gavs rastamaahobt vafshe "დაიცავით ცენზურა!" mexute diviziontan ro mougeb 5 -0 xarisxi vafshe nulia saertod ras gavs

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (88)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)