ფედე:„ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იმუშაონ, მათ შანსი მიეცამათ“
ფედერიკო ვალვერდემ „მინერასთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საკმაოდ მოტივირებულები ვიყავით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, „ლა კოპას“ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმ ფეხბურთელების გამო, რომლებსაც დებიუტი ჰქონდათ, მათ უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალების და შეეცადონ ბევრი ივარჯიშონ, შედეგი კი აუცილებლად მოვა.“
„ხალხისთვის ეს სპექტაკლია, მაგრამ ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ფინალი. გასაგებია, რომ მეტოქე რანგით დაბალი დივიზიონიდან იყო, მაგრამ ამ გუნდის ფეხბურთელებს შემართება ნამდვილად არ აკლდათ.“
„ჩემი მიზანი ყოველთვის გუნდის დახმარებაა, არ აქვს მნიშვნელობა ამას დაცვაში კარგი თამაშით შევძლებ, თუ გოლების გატანით.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც „რეალის“ მიმართ დიდი სიყვარული დააფიქსირეს. ჩვენი კლუბი ყველგან პოპულარულია.“
- 7 იანვარი 2025
- 297
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.