ანჩელოტი:„ლუკა მოდრიჩი ფეხბურთის საჩუქარია“

კარლო ანჩელოტიმ დეპორტივო „მინერას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„სრულყოფილი თამაში გვქონდა, ფეხბურთელები მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებულები, რაც საბოლოო შედეგშიც აისახა.“

„ენდრიკ ფელიპემ დიდი შრომა გაწია, ბრაზილიელმა გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო.“

„ვალვერდე დიდად არ დავტვირთე და მეორე ტაიმში დასვენების საშუალება მივეცი, რადგან ის ისედაც ძალიან ბევრს თამაშობს.“

„ხესუს ვალიეხომ პირადად გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ერთად არ ყოფილიყო, რადგან ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა.“

„მიხარია, რომ ამდენმა კანტერანომ მიიღო შანსი, ყველა მათგანმა დიდი ენერგია დახარჯა და მოტივაცია დაგვანახა.“

„ლუკა მოდრიჩი ფეხბურთისთვის საჩუქარია. ეს არის დიდი პროფესიონალი, რომელიც ყველა მატჩს ისე უყურებს, როგორც ფინალს. ალბათ ყველამ ნახეთ, როგორი მოტივირებული იყო ლუკიტა „მინერას“ წინააღმდეგ. ჩვენთვის დიდი საჩუქარი და სიამოვნებაა მასთან ერთად მუშაობა.“

„ვინისიუსის მიმართ კრიტიკა უადგილოა, ის არის ჩვენი გუნდის უდავო ლიდერი და მსოფლიოს თვალსაჩინო ვარსკვლავი. პროვოკაციებს არასდროს მივესალმებოდი და ახლაც ასეა.“

„მიხარია, რომ „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ამ გუნდთან ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ.“


1

7 იანვარი 2025 15:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 83

ნამდვილად, წლების შემდეგ კიდევ უფრო დაფასდება დარწმუნებული ვარ ლუკიტო.. თითოეული მისი ბურთთან კონტაქტი სასიამოვნო სანახავია.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (44)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)