„ლივერპულმა“ ჩუამენისთვის წინადადება გააკეთა
„ლივერპული“ მზად არის, ორელიან ჩუამენი 2025 წლის პირველ შენაძენად აქციოს.
არნე სლოტს ფრანგი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მისი „ლივერპულის“ ნახევარდაცვას მადრიდელი შუახაზელი ძალიან გამოადგება.
Fichajes-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები მზად არიან, „რეალს“ 50 მილონი ევრო გადაუხადონ, თუმცა ეს იქნება ზაფხულში 35 მილიონი და წლის ბოლომდე დანარჩენი 15 მილიონი.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ორელიანი 50 მილიონზე ბევრად ძვირი ღირს. „რეალმა“ მასში 2022 წელს 80 მილიონი გადაიხადა, მას შემდეგ კი ჩუამენი კიდევ უფრო გამოცდილი ფიგურა გახდა.
მაღალი ალბათობით, „რეალი“ და „ლივერპული“ ამ თანხაზე ვერ შეთანხმდებიან და „ენფილდელებს“ თანხის გაზრდა მოუწევთ.
- 6 იანვარი 2025
- 937
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.