ანჩელოტი ვასკესის დაცვითი უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობს
„ვალენსიასთან“ შეხვედრაში ლუკას ვასკესმა 6 პოზიციური შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან ბევრია. კარლო ანჩელოტი დავიდესთან ერთად ინტენსიურად მუშაობას იმაზე, რომ ესპანელი ფეხბურთელის დაცვითი უნარები გააუმჯობესოს.
ვასკესი კარგად უტევს, ეხმარება ნახევარდაცვას, მაგრამ დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ხშირად აქვს პრობლემები.
იმ ფონზე, რომ „რეალის“ დაცვის ცენტრს ისედაც აქვს რესურსის პრობლემა, ვასკესის არასტაბილური თამაში დამატებით გააზრებას საჭიროებს.
წინ სეზონის გადამწყვეტი ეტაპებია, სადაც ესპანელ ფეხბურთელს კონკრეტულ მატჩებში, არა 6, არამედ 1 შეცდომის დაშვების უფლება არ ექნება.
კარვახალის არყოფნა გუნდზე საშინლად მოქმედებს, გამოსავალი კი ზაფხულამდე არ მოიძებნება, სწორედ ამიტომ, ანჩელოტი არსებული რესურსის სრულფასოვან გამოყენებას ცდილობს.
- 5 იანვარი 2025
- 408
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.