რუდიგერი:„„რეალში“ დიდხანს დარჩენა მსურს“

ანტონიო რუდიგერმა 2025 წლის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „რეალში“ კიდევ დიდხანს თამაში სურს.

„ჩემთვის მადრიდში გატარებული თითოეული დღე სასიამოვნოა. მსურს, რომ სამეფო კლუბის რიგებში კიდევ დიდხანს დავრჩე და ჩემი სახელი ამ კლუბს უკავშირდებოდეს. დრო, რომელიც აქ გავატარე საკმარისი არ არის, უფრო მეტი მსურს და ამის შესაძლებლობაც მაქვს.“

„ვიცი, რომ 31 წლის ვარ და ეს არ არის ფეხბურთელისთვის პატარა ასაკი, თუმცა როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.“

„კონტრაქტი? ჩვენი მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, თუმცა თუ შემოთავაზებას მივიღებ, აუცილებლად მოვაწერ ხელს ახალ ხელშეკრულებას, რადგან აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.“

„ახალ წელს დიდი იმედებით ვხვდებით. 2024 წელი სამეფო კლუბისთვის საოცარი გამოდგა და 2025 კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს.“

„დიდ პატივს ვცემ წინა კლუბებს. ვფიქრობ, „შტუტგარტმა“, „რომამ“ და „ჩელსიმ“ ჩემს განვითარებასა და ბერნაბეუზე მოხვედრაში დიდი როლი ითამაშეს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (44)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)