სადისციპლინო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა სამშაბათს ჩაინიშნა
ვინისიუს ჟუნიორის სანქციასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას სამშაბათამდე ვერ შევიტყობთ.
სადისციპლინო კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა 8 იანვარს ჩაინიშნა, შესაბამისად, ვინისიუსის სანქციასთან დაკავშირებით იქამდე არაფერი გახდება ცნობილი.
ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ამ დროისთვის უკვე საუდის არაბეთში იქნება გამგზავრებული და სრული აქცენტი ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ექნება გადატანილი, ვინი კი სუპერთასის განაცხადში მოხვდება.
99,9%-ით გადაწყვეტილია, რომ სანქცია მხოლოდ ლა ლიგის მატჩებში იმოქმედებს და არ შეეხება ესპანეთის სუპერთასს.
რაც შეეხება მატჩების რაოდენობას, თუ გუშინ 4 მატჩიან დისკვალიფიკაციაზე საუბრობდნენ, ახალი ცნობებით, სანქცია 2-იდან 4 მატჩამდე იქნება.
- 5 იანვარი 2025
- 515
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.