რეალ მოუ–დრიდ 2010/2011

რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ფავოროტია. წლევანდელ სეზონზე, გარდა თავად გუნდის შემადგენლობისა, დამატებით საფუძველს მათი ფავორიტობისა წარმოადგენს ჟოზე მოურინიო, რომელიც ყოველ ღონეს იხმარს, ინტერთან ერთად განცდილი ტრიუმფი ამჯერად უკვე Merengues–თან ერთად გაიმეოროს.

მიღწევები
როგორც ცნობილია, რეალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია მოპოვებული 9 ტიტულით, რომელთაგან 5 ზედიზედ აიღო კლუბმა. ამ 9 თასიდან მხოლოდ 3 მოიპოვა გუნდმა ბოლო 40 წლის პერიოდში. ბოლო 6 წლის განმავლობაში რეალმა მეოთხედფინალურ ეტაპსაც ვერ მიაღწია, განიცადა რა არაერთი მტკივნეული და სამარცხვინო წაგება. ამ სეზონზე მადრიდელთა მიზანს უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ იმ კლუბების დამარცხება, ვინც გასულ სეზონებზე მას მარცხი აგემეს, არამედ ფინალამდე მიღწევა და მისი მოგება იმ მწვრთნელთან ერთად, ვინც უდაოა, რომ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

სტადიონი
რეალის საშინაო არენას წარმოადგენს სანტიაგო ბერნაბეუ. ეს სტადიონი 1947 წელს გაიხსნა და 80 354 მაყურებელს იტევს, ის ერთ–ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში. ამ მოედანმა მსოფლიო ფეხბურთის არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლა, მათ შორის: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 1982 წელს, 35 ესპანეთის თასს, ევროპის თასის 3 ფინალს (1957, 1969, 1980). გასულ წელს ბერნაბეუზე შედგა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. წელს კი ფანები უკვე საკუთარი კლუბის წარმატებული სეზონის მოლოდინში ვართ.

ძლიერი და სუსტი მხარეები
ახალი სეზონისთვის რეალის მესვეურებმა მიაღწიეს იმას, რაც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ჩატარებული რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა – მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორ მოიპოვოს ევროპის საუკეთესო კლუბის წოდება. ჟოზე მოურინიო რეალის მთავარ კოზირს წარმოადგენს რამდენიმე ახალწვეულთან (დი მარია, ოზილი) და გუნდის ძველ ვარსკვლავებთან (კრიშტიანო რონალდო, იგუაინი) ერთად, რომლებიც შემტევ ხაზს წარმოადგენენ.
რეალის სუსტ წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ კლუბში მიმდინარე მუდმივი ცვლილებები, რასაც ლოგიკურად მოსდევს შეკრულობის და შეთამაშების პრობლემა. გუნდი კვლავაც საკუთარი იდენტობის ძიების პროცესში იმყოფება და, რაც მთავარია, ამას აკეთებს სეზონის მიმდინარეობისას, მძიმე კონკურენციის პირობებში. კარგი იქნებოდა, უკვე სეზონის დასაწყისში ჰქონოდა გუნდს ჩამოყალიბებული და კონსოლიდირებული სათამაშო სქემა.

მწვრთნელი და ტაქტიკა
როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესმა გააცნობიერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის მთავარ გასაღებს წარმოადგენს კარგი მწვრთნელი. მან თავად აღიარა, რომ პელეგრინის მოყვანა სრული მარცხით დასრულდა და ამ შეცდომის გამოსასწორებლად მან შესძლო და გუნდი ჩააბარა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს. ყველას გვაქვს იმედი, რომ ‘Special One’ შესძლებს რეალშიც, თუ არ გააუმჯობესებს, გაიმეოროს მაინც ის, რამაც ის საქვეყნოდ ცნობილი გახადა. მოურინიოსეული ტაქტიკა გონივრული და მოქნილი გახლავთ. რაც მთავარია, მას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მოუს შესწევს უნარი, გუნდი ყოველი მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდივიდუალურად მოამზადოს.

ვარსკვლავები და საკვანძო მოთამაშეები
რეალი, სამწუხაროდ, ჯერაც წარმოადგენს გუნდს, რომელის აწყობილია ვარსკვლავთა გარშემო, ინდივიდუალურ ოსტატობაზე. უკანასკნელი სეზონის განმავლობაში გუნდში მოსული მოთამაშეების დიდი რაოდენობა უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ კლუბს ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს მინიმუმ ერთი ვარსკვლავი. კლუბის მთავარ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდო წარმოადგენს. თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი მადრიდული პუბლიკისათვის. და მაინც, ალბათ სწორედ ის უნდა გახდეს რეალის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა. მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროთ ახალმოსულ ოზილსა და დი მარიას, რა თქმა უნდა, შეუცვლელნი არიან კლუბისთვის კასილასი, იგუაინი და რ ა მ ო ს ი. პირადად ჩემს სიმპათიებს იმსახურებს ახალგაზრდა კანალესიც. პიპიტა კი ის გამონაკლისია, რომელიც მიუხედავად მისi არაესპანელობისა, და უფრო მეტიც, მისი ეროვნებისა, ძალიან მომწონს. 026

გულშემატკივართა რჩეული
კლუბის ორი პორტუგალიელი ვარსკვლავი გულშემატკივართა მთავარ იმედს წარმოადგენს ალბათ.... თუმცა პირადად მე კრისწინასადმი განსაკუთრებული იმედებით არ ვარ განწყობილი. აი, ჟოზეს რეალში ხილვა კი წლებია ჩემს ოცნებას წარმოადგენს.... წელსაც, ისევე როგორც გასულ სეზონებში, გუნდს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს კასილასი, რომელსაც ფანები წმინდანსაც კი უწოდებენ. ჩემის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე სუსტად გამოიყურება თავდასხმის ხაზი უამრავი გაფუჭებული საგოლე მომენტით. ვიმედოვნებ, პიპიტა, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს მეტ სტაბილურობას. ბენზემას იმედი კი ნამდვილად არ მაქვს. ჩემი რჩეული რეალში არის გუნდის სული და გული, ხერხემალი სერხიო რამოსი, რომლის ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაოცებდა, ამას დავუმატოთ მისი უნივერსალურობა.. მოკლედ, სერხიო განუმეორებელია. 026

GOAL.COM–ის მოსაზრება
ის ინვესტიცია, რაც გუნდში ჩაიდო ამ სეზონისათვის, აიძულებს რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ლიგის ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, ნახევარფინალზე ნაკლები შედეგის მიღწევა გუნდისათვის მაინც ძალიან ცუდი შედეგი იქნება.

მოდით, ჩვენ ცუდზე არ ვიფიქროთ, მხოლოდ კარგის იმედი გვქონდეს, თუმცა წარუმატებლობასაც გაგებით მოვეკიდოთ და ეგრევე გუნდის ლანძღვაზე ნუ გადავალთ, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა.

ასეთი იყო მცირე მონახაზი იმ რეალისა, რომელსაც იმედის თვალით შესცქერის მილიონობით მადრიდისტა მთელს მსოფლიოში.........


Gracias………………………

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)