„რეალმა“ Copa Del Rey-სთვის მზადება დაიწყო
დასვენების დრო არ არის. კარლო ანჩელოტიმ დღეს გუნდი შეკრიბა და აღდგენითი ვარჯიში გამართა.
„ვალენსიასთან“ სასტარტო შემადგენლობასი მყოფი ფეხბურთელები დღევანდელ სესიაზე აღდგენით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
ვარჯიშზე გამოძახებული იყო რამდენიმე კასტილიელიც.
გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა დავიდ ალაბამაც, რომელიც მოედანზე მალე დაბრუნდება.
არდა გიულერმა მეტწილად სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავდა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო, როგორც ბურთის ფლობის კომპონენტს, ასევე მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, კარში დარტყმების კომპონენტს და ტაქტიკურ მონახაზებს.
- 4 იანვარი 2025
- 746
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.