ანჩელოტი ვინისიუსს ესაუბრა
მიუხედავად იმისა, რომ „მესტალიაზე“ გამართული შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, იტალიელი სპეციალისტი გუნდის შემტევის გამო გაბრაზებულია.
მოთამაშე სწორედ მაშინ გააგდეს მოედნიდან, როდესაც ის კოლექტივს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მადრიდში კარგად იაზრებდნენ, რომ „მესტალიაზე“ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭებოდა სატურნირო თვალსაზრისით.
ესპანური გამოცემების ცნობით, გასახდელში ფეხბურთელებთან საუბრის შემდეგ, ანჩელოტიმ ვინისთან ცალკე ისაუბრა და ფეხბურთელს აუხსნა, რომ მეტი სერიოზულობა მართებს.
ახლა „რეალი“ მაქსიმალურად ეცდება, ვინიმ რაც შეიძლება ნაკლებმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.
- 4 იანვარი 2025
- 1 672
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.