ჯუდ ბელინგემი:„ამ ხალხს ფეხბურთი არ უყვარს“
ჯუდ ბელინგემმა „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გიჟური თამაში გამოვიდა, სადაც ბოლომდე დავიხარჯეთ და უამრავი ენერგიის გაღება მოგვიწია. ვიცოდით, რომ 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოდით. ეჭვი არ გვეპარებოდა წარმატებაში.“
„გაფუჭებულმა პენალტმა ჩემს ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა, თუმცა გონს მალევე მოვეგე და ვეცადე, გუნდისთვის სასარგებლო საქმე გამეკეთებინა.“
„თამაშში ლუკა მოდრიჩის და ბრაჰიმ დიასის ჩართვამ დიდი ცვლილებები მოიტანა, ასევე დაგვემატა კამავინგას ენერგიულობა და კრეატივი, რამაც საბოლოო ჯამში სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.“
„როდესაც „რეალის“ გერბს იცავ, ვერასდროს დანებდები. 10 ფეხბურთელით ვიყავით მოედანზე, მაგრამ გვქონდა მკაფიო იდეა, რომელიც გამარჯვებას უკავშირდებოდა.“
„დასვენების დღეები საკმაოდ კარგად გავატარე, ოჯახთან ერთად ვიყავი და როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად განვიტვირთე, ახლა ენთუზიაზმით სავსე ვარ და მჯერა გამარჯვებების.“
„ვინისიუს ჟუნიორზე ცუდად ზემოქმედებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ქუჩაში ბანერებზე ათასგვარი სიბინძურის ამსახველ ადამიანებს არ უყვართ ფეხბურთი.“
- 4 იანვარი 2025
- 2 478
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.