ვინისიუს ჟუნიორს მძიმე სანქციას უმზადებენ!
ვინისიუს ჟუნიორმა „მესტალიაზე“ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დიდი ემოციური ფონის კვალდაკვალ დატოვა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ინციდენტს „ღამურების“ მეკარესთან ურეაქციოდ არ ჩაუვლია.
გამომდინარე იქედან, რომ ვინი წითელი ბარათის შემდეგ მსაჯსაც დაუპირისპირდა, სადისციპლინო კომიტეტი მძიმე გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, სამხრეთ-ამერიკელს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან, რომელიც ესპანეთის სუპერთასზეც გავრცელდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდს სუპერთასზე მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება.
მაღალი ალბათობით დღის ბოლომდე, საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
- 4 იანვარი 2025
- 3 734
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.