ანჩელოტი:„მსაჯმა 90 წუთში უამრავი შეცდომა დაუშვა“
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ვინისიუსი წითელს არ იმსახურებდა. ვფიქრობ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო. რა მივიღეთ შედეგად? გაგდებული ვინი და მოედანზე დატოვებული მეკარე, რომელმაც ბრაზილიელის პროვოცირება მოახდინა.“
„მსაჯის გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. მე არ მიყვარს არბიტრებზე ზეწოლა, მაგრამ ამ ადამიანს 90 წუთში უამრავი გადაცდომა დაუფიქსირდა.“
„პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები მაინც გვქონდა. ვფიქრობ, დინამიკა გვაკლდა და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ.“
„პენალტი? მეკარე ხაზზე არ იდგა, გასაგებია, რომ ის მომენტს ხელს ვერ უშლიდა და ბურთი არ მოუგერიებია, თუმცა მომენტზე ზემოქმედებაც კი ხელახალ პენალტს მოითხოვს, არ ვიცი რატომ არ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი თავიდან.“
„ჯუდ ბელინგემს სრულფასოვანი მატჩი ჰქონდა. არაფერს ცვლის გარემოება, რომელიც პენალტის გაფუჭებას ითვალისწინებს.“
„მენდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. კამავინგა მოედანზე მეტი სისწრაფისა და შეტევაში აგრესიულობისთვის შემოვიყვანე, ედუარდო დასვენებული იყო და ტემპი მოგვცა.“
- 4 იანვარი 2025
- 1 827
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.