არტეტა გიულერისთვის ბრძოლას განაგრძობს

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა არდა გიულერისთვის ბრძოლას განაგრძობს.

„მეთოფეების“ მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გიულერს პრემიერლიგაში თამაშის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომელზეც უარი არ უნდა თქვას.

მიკელი არდას გაცილებით მეტ სათამაშო დროს პირდება, ვიდრე თურქ ფეხბურთელს მადრიდში აქვს.

არსებული ინფორმაციით, „არსენალის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალს“ დაუკავშირდება, როგორც იანვარში, ასევე 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ინგლისელები მზად არიან, არდასთან 2 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებაც განიხილონ, ვინაიდან აცნობიერებენ, რომ ფლორენტინო პერესი მისი საკონტრაქტო უფლებების 100%-ს არ დათმობს.

არტეტა მიიჩნევს, რომ გიულერს დიდი შესაძლებლობები აქვს, რომელსაც სწორი მიმართვა სჭირდება, „არსენალი“ კი სწორედ ის გუნდია, რომელიც არდას გახსნაში დაეხმარება.


1

3 იანვარი 2025 19:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 953

იდეალური ვარიანტია 2 წლით გაშვება.უფრო გამოცდილი დახვეწილი დაბრუნება 

-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (176)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)