ვინის მიმართ აგრესიას არ ელიან
ვინისიუს ჟუნიორი „მესტალიაზე“ ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი სტუმარია, თუმცა 2 თვის ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ გაღებულმა უდიდესმა ქველმოქმედებამ ვალენსიელი ხალხის მიმართ, „რეალის“ ვარსკვლავისადმი დამოკიდებულება შეცვალა.
ვალენსიის რეგიონში მომხდარმა ტრაგედიამ უამრავი ადამიანი დააზარალა, ვინი კი თითოეულ ოჯახს მხარში დაუდგა და კოორდინაცია გაუწია არაერთი დახმარების პაკეტს, რომელიც სხვადასხვა ადამიანმა გაიღო.
დღეს ვინი ვალენსიაში ჩადის, მადრიდისტებს კი იმედი აქვთ, რომ რასისტული გამონათქვამები, აგრესიული მიმართვები, გინება და ათასგვარი საშინელება წარსულს ჩაბარდება.
- 3 იანვარი 2025
- 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.