მოდრიჩი 2025 წელს ახალი ისტორიის იწყებს
იმ შემთხვევაში, თუ ლუკა მოდრიჩი „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოედანზე თუნდა 1 წუთს ითამაშებს, ახალი ისტორია დაიწერება.
ხორვატი გახდება მოთამაშე, რომელიც „რეალის“ ისტორიას შეცვლის და ჩატარებული მატჩების მხრივ ათეულს დაიპყრობს.
ამ წუთისთვის მოდრიჩის ანგარიშზე 560 შეხვედრაა და ის მე-12 ადგილზე იმყოფება, თუმცა მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩამორჩება ლეგენდარულ მიჩელს და პირის, რომლებსაც 561-561 შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
„ვალენსიასთან“ მატჩის ჩატარება ათეულში მოხვედრა ნიშნავს, ხოლო დამატებით ერთი მატჩი 562 შეხვედრას და ათეულიდან პირისა და მიჩელის გამოთიშვას.
ლუკიტა სეზონის ბოლომდე ამითიც არ დაკმაყოფილდება და ეცდება ლეგენდარული კამაჩოს 577 მატჩიანი მაჩვენებლის გაუმჯოსებასაც, ამისთვის მოდრიჩს ყველა ტურნირზე 18 შეხვედრა სჭირდება, რაც სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან გუნდი გამოდის ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის სუპერთასსა და სამეფო თასზე, ამას კი დაემატება მსოფლიო საკლუბო მუნდიალიც.
უკვე ბევრი წელია ხელშეუხებელია რაულ გონსალეს ბლანკოს 741 მატჩიანი მაჩვენებელი, რომელიც „რეალში“ საუკეთესოა.
- 3 იანვარი 2025
- 1 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.