ტიბო კურტუა:„ფეხბურთი ასე ვეღარ გაგრძელდება“
ტიბო კურტუამ მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ფეხბურთში ასეთი ფორმატით სეზონები ვერ გაგრძელდება.
„მე ვფიქრობ, რომ „ფიფას“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთს სჭირდება. 4 წელიწადში ერთხელ ასეთი ტურნირი? დიახ, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ გამოვნახავდი უფრო ხელსაყრელ კალენდარს, დროს, ფორმატს და სხვა კომპონენტებს, რომელიც ტურნირს უფრო მიმზიდველს გახდიდა.“
„საქმე იმაშია, რომ პრობლემა არა ფიფას მსოფლიო მუნდიალში, არამედ სხვადასხვა ჩემპიონატის განგრძობად კალენდარშია. ფეხბურთლებს ამოსუნქვის საშუალება არ ეძლევათ.“
„მოდით შევხედოთ NBA-ს, სადაც ძალიან გადატვირთული გრაფიკია, მაგრამ ამის პარარელულურად, კალათბურთელებს 2 თვით ეძლევათ დასვენების საშუალება.“
„ფეხბურთში რეალობა სხვა არის. ზაფხულის ტურნირების გამო, ზოგიერთი მოთამაშე 3 კვირიან სრულფასოვან შვებულებას ვერ იღებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი ტრავმების საფუძველი ხდება.“
„2025 წლის ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, 2026 წლის ზაფხულში სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატი, 2027-ში კიდევ რაღაც, ეს კი რას გვაძლევს? გაუჩერებელ კალენდარს.“
„ჯუდ ბელინგემმა და დანიელ კარვახალმა 2024 წელს 14 ივლისამდე ითამაშეს, აგვისტოს დასაწყისში კი გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?“
„თუ შენ ისეთ გუნდში თამაშობ, რომელსაც კვირაში ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, არანაირი პრობლემა არ არის და ვერც გაიგებ, რაზე ვამახვილებ ყურადღებას მე, თუმცა ტოპ გუნდების ფეხბურთელები ნამდვილად დამეთანხმებიან, რომ ეს უკვე სრული სიგიჟეა.“
„ცოტა ხნის წინ მე და ფედე ვალვერდე ვხუმრობდით, რომ მომდევნო შვებულება 2027 წელს გვექნება.“
„ერთა ლიგის პროექტს მივესალმები, ამ პროექტმა შედარებით პატარა გუნდებს ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი მისცა, მაგრამ ჯოჯოხეთური კალენდარი შექმნა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ტოპ კლუბებში თამაშობენ. სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ამ საკითხზე უნდა დაფიქრდნენ.“
„2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების დახმარება ჩემი ოცნებაა, მაგრამ მე ვთქვი, რომ სანამ სიტუაცია არ შეიცვლება ნაკრებში არ დავბრუნდები, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა ამაზე საუბარი ადრეა.“
„ჩემპიონთა ლიგის ახალი სისტემა? ვფიქრობ, „უეფამ“ ეს სისტემა პრეზიდენტი პერესის სუპერლიგის პროექტს მიამსგავსა, სხვა ახსნა არ მაქვს.“
„2025 წელს მადრიდის „რეალი“ დიდი შემართებით ხვდება. განსაკუთრებული პრიორიტეტი არ გვაქვს, კვლავ ვეცდებით, როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ყველა სეზონში ბოლომდე ვიხარჯებით და იმედი გვაქვს, რომ ახალი წელიც წარმატებული იქნება.“
„გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც დიდი რესურსი აქვს.“
„მბაპეს ადაპტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, ვინისიუსი უფროდაუფრო უმატებს, ისევე როგორც ჯუდ ბელინგემი.“
„აუცილებლად აღსანიშნავია რაულ ასენსიოს გამოჩენა და დავიდ ალაბას ტრავმის დასასრული. ჩვენ დაცვაში რესურსი მნიშვნელოვნად მოგვემატება და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია.“
- 2 იანვარი 2025
- 3 180
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.