ვალდანო:„„ბარსელონას“ კრიზისი „რეალმა“ უნდა გამოიყენოს“
ხორხე ვალდანომ 2025 წლის სტარტზე „რეალისა“ და „ბარსელონას“ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გუნდური თვალსაზრისით „ბარსელონას“ პრობლემები არ აქვს. ამ გუნდს ჰყავს დიდი მარგალიტი ლამინე იამალის სახით, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის. რაც ოლმოს შემთხვევაში მოხდა, ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ფაქტია, რომ გუნდის მენეჯმენტში სერიოზული ხარვეზებია და ეს კრიზისი მრავალწლიან, დეტალურად გაწერილ გეგმას საჭიროებს.“
„ამ ყველაფრის პარარელურად, „რეალის“ მენეჯმენტში ყველაფერი დალაგებულია, გუნდს აქვს მკაფიო პოლიტიკას, რომელსაც მიყვება.“
„არც Fair Play-ს მიმართულებით და არც ფეხბურთელების რეგისტრაციის მიმართულებით „ბლანკოსს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი იანვარშივე შეძლებს დეივისის და ტრენტის დამატებას, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია.“
„მნიშვნელოვანი ის არის, რომ კატალონიური კრიზისი „რეალმა“ სათავისოდ გამოიყენოს და სასურველი შედეგები დააფიქსიროს ლა ლიგაში.“
„„ვალენსიასთან“ გამარჯვება „ბლანკოსისთვის“ რიგითი 3 ქულა ნამდვილად ვერ იქნება, ვინაიდან ეს გუნდს საშუალებას მისცემს, რომ „ბარსელონას“ 5 ქულით გაასწროს.“
„ვფიქრობ, რომ 2025 წლის სტარტი „რეალისთვის“ გაცილებით კარგია, ვიდრე კონკურენტებისთვის, დანარჩენს კი მატჩებით დახუნძლული იანვრისა და თებერვლის თვეები გვიჩვენებს.“
- 2 იანვარი 2025
- 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.