„ვალენსიასთვის“ ყველაფერი მზად არის
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 2025 წლის პირველი დაპირისპირების ჩასატარებლად ბოლო რჩევა-დარიგებები მიიღეს. „მესტალიაზე“ ვიზიტისთვის გუნდი მზად არის.
ფინალურ ვარჯიშს რამდენიმე კანტერანოც ესწრებოდა, მათ შორის არის რაულ ასენსიოც.
დღევანდელ სესიაზე ანჩელოტიმ ფინალური გეგმები დასახა და ფეხბურთელებს ბოლო რჩევები მისცა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და სტანდარტულებს.
დავიდ ალაბამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა ავსტრიელი განაცხადში.
დანიელ კარვახალის და ედერ მილიტაოს აღდგენითი პროცესი გრძელდება.
- 2 იანვარი 2025
- 132
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.