ვინი მოლაპარაკებების წამოწყებაზე თანახმაა
ვინისიუს ჟუნიორი მზად არის, 2025 წელს მადრიდის „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები აწარმოოს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც წელიწადი და რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მადრიდის „რეალი“ თანამშრომლობის გახანგრძლივებას და საუდის არაბეთიდან და ყატარიდან მომდინარე რიკსების დაზღვევას გეგმავს.
ფლორენტინო პერესს სურს, რომ ვინისთან ხელშეკრულება 2030 ან 2031 წლამდე გაახანგრძლივოს და ასევე მზაობას გამოთქვამს, ფეხბურთელი „რეალის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.
ვინისიუსი 24 წლის არის dდა 25-ის 12 ივლისს გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, იმ ეტაპისთვის მხოლოდ 30 წლის იქნება და კიდევ შეეძლება, როგორც „რეალში“ დარჩენის პერსპექტივის განხილვა, ასევე სხვაგან წასვლა.
„მარკას“ ცნობით, ზაფხულში მხარეები სერიოზულად განიხილავენ არსებულ ხელშეკრულებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მივლენ.
- 2 იანვარი 2025
- 1 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.