„რეალში“ დეივისის 2 ალტერნატივაც გამოკვეთილია
თუ ალფონსო დეივისი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი არ გახდება, ფლორენტინო პერესს 2 ალტერნატივაც გამოკვეთილი ჰყავს.
ტეო ერნანდესის და მიგელ გუტიერესი „ბლანკოსის“ ფავორიტები არიან. თუ კანადელთან შეთანხმება ვერ შედგება, „რეალი“ ან ერთი, ან მეორე ფეხბურთელს დაბრუნებაზე იზრუნებს.
როგორც ტეოს, ასევე მიგელს კარგი გამოცდილება აქვს „რეალში“ თამაშის და ახლაც ორივე მოწოდების სიმაღლეზე დგას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ერნანდესმა „მილანის“ დატოვების სურვილი გამოთქვა და ის 2025 წლის ზაფხულში იტალიის ჩემპიონატიდან აბარგებას გეგმავს. არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა მოთამაშე „ბლანკოსის შეთავაზებას, მას სხვა მსურველებიც ჰყავს.
- 2 იანვარი 2025
- 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.