„რეალმა“ მიღებული გადაწყვეტილება მოდრიჩს აცნობა!
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭომ ლუკა მოდრიჩის მომავალზე იმსჯელეს.
არსებული ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა მოდრიჩს დაუკავშირდა და შეხვედრის შედეგები აცნობა.
„ბლანკოსი“ გაითვალისწინებს ნებისმიერ პოზიციას, რომელიც ლუკიტას ექნება. თუ ხორვატი საჭიროდ ჩათვლის, რომ უნდა დარჩეს და ამის ფიზიკური და მენტალური გაძლება შეუძლია, „მერენგები“ მას კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს, ხოლო თუ ლეგენდა წასვლას ან კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, „რეალისთვის“ ესეც მისაღები იქნება.
„მარკას“ ინფორმაციით, მოდრიჩს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და „რეალისგან“ სრული მხარდაჭერა ექნება.
შეგახსენებთ, 2025 წლის 9 სექტემბერს, ანუ მომდევნო სეზონის სტარტზე, ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებული 40 წლის გახდება.
- 2 იანვარი 2025
- 4 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.