The Telegraph - 4 იანვარს „რეალის“ დელეგაცია ლივერპულში ჩადის
The Telegraph-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ დელეგაცია 4 იანვარს ლივერპულს ესტუმრება.
რა თქმა უნდა, ოფიციალურ პირებთან შეხვედრისა და საუბრის თემა ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ტრანსფერი იქნება, რომელმაც დღევანდელი დღიდან ოფიციალური მიიღო სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება.
„რეალი“ მზად არის, ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ თვეშივე გადაიხადოს 20 მილიონი ევრო და ტრანსფერი სრულყოს.
თუ შეთანხმება ვერ შედგება, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა თავად არნოლდთან ეცდება წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, თუმცა სამეფო კლუბს მერსისაიდელთათვის არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „რეალი“ განაპირა მცველს 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც ასევე მოიცავს საკმაოდ მაღალ ხელფასს 9.9 მილიონი ევროს ოდენობით.
- 1 იანვარი 2025
- 935
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.