ტრენტი „რეალში“ იანვარშივე - თანხა გამზადებულია!
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალის“ მიერ დადებულ საბოლოო წინადადებას „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა დათანხმდება, ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ბერნაბეუზე იანვრიდან ითამაშებს.
საუბარია 20 მილიონ ევროზე, რომელიც „ლივერპულს“ შეუძლია რომ მიიღოს. ახლა მერსისაიდელებმა არჩევანი უნდა გააკეთონ.
ან ახლა 20 მილიონი, ან 6 თვის მერე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი არნოლდს სატრანსფერო ბონუსის სახით მაინც პირდებოდა 10 მილიონ ევროს, ხოლო თუ ახლა გადაიხდის მის ტრანსფერში თანხას, ინგლისელი დამატებით ბონუსს აღარ მიიღებს და „რეალის“ ხარჯი შედარებით მცირედით გაიზრდება.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა გადასული და უახლოეს მომავალში განაპირა მარჯვენა მცველთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციები გახდება ცნობილი.
- 1 იანვარი 2025
- 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.